ბრძანება N 5069

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2025
№ დოკუმენტი 5069
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 5069

20 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (ს/ნ ---------) (მის.: ქ. ----- ქ. N --, ოფისი N --)

2025 წლის 5 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი N 20) განიხილა ----- ----- (ს/ნ ---------) N -----/-/----- და N -----/- საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის N -----/----- გადაწყვეტილებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის N -----/----- გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ ----- საქართველოში გადმოვიდა მუდმივად ცხოვრების მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეობის მიღების პირობებს. აღნიშნული გარემოების გამო საქართველოში შეიძინა უძრავი ქონება, რის საფუძველზეც მიენიჭა 5 წლიანი ბინადრობის უფლება.

მომჩივანს მიაჩნია, რომ 5 წლიანი ბინადრობის უფლება გათანაბრებულია მუდმივ საინვესტიციო ბინადრობასთან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობას, მუდმივი ბინადრობის უფლების ქონას, არ აქვს მნიშვნელობა როგორც სიტყვიერ განმარტებას და მთავარია ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი მუდმივად ცხოვრების მიზნით შემოვიდა, როგორც მოქალაქე.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელებულიყო, როგორც მის პირად ნივთებზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და ასევე მოითხოვს უკან დაუბრუნდეს 2793 ლარი რომელსაც გადაიხდის 2025 წლის 18 მარტს ავტომობილის განბაჟებისთვის.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საგადასახადო შეღავათის გავრცელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 იანვარს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N ----- კონტეინერით შემოტანილ იქნა ----- ----- (პ/ნ -----; ს/ნ -----) კუთვნილი საქონელი, რომელიც 2025 წლის 18 იანვარს N -----/-----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული დეკლარაციით ----- იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 2604.19 ლარი. მითითებული თანხა გადახდილ იქნა იმავე დღეს (საგადახდო დავალება N ----- 18.01.2025).

2025 წლის 7 თებერვალს ----- ----- N -----/-/----- განცხადებით მომართა საბაჟო ორგანოს და ითხოვა N -----/-----/----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენება.

ვინაიდან ----- ----- არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა (ბარათის N -----), ----- ------ მიერ შემოტანილ საქონელზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შესახებაც აღნიშნულ პირს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის N -----/----- წერილით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც:

ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან:

ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი N 8-I-01);

ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან:

დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საბაჟო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი N 8-I-01);

დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.

დადგენილია, რომ ----- მიღებული არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა (ბარათის N -----). შესაბამისად, მის მიერ შემოტანილ საქონელზე მერლთზომიერად ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შესახებაც აღნიშნულ პირს ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის N -----/------ წერილით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2025 წლის 26 თებერვლის N -----/----- გადაწყვეტილებაში ასახული შედეგები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- ----- (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შეღავათის გავრცელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერით შემოტანილ იქნა მომჩივანის (დროებითი ბინადრობის მქონე პირის) კუთვნილი საქონელი, რომელიც საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული დეკლარაციით მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა გადასახდელი თანხა.

 

გადაწყვეტილება:

ვინაიდან მომჩივანს მიღებული არ აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა და გააჩნია მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა, მის მიერ შემოტანილ საქონელზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 199;