N 462 - 16/09/2022 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №462
2022 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III , 33, 31/03/2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების:
ა) 17 მუხლის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 544, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 823 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:“;
ბ) 110 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე და 543 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“;
ბ.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 821 და 823 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება შაბათის 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 45-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679740981794 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„45
მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, განხორციელებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის შესახებ ინფორმაციის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის მიღება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის დეკლარირებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებითგათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის)
30 ლარი“;
ბ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741002205 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„54
საქონლის გაფორმება (გარდა 541 – 543, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 823, 86-ე,87-ე, 103-ე და 122-ე – 125-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 500 ლარი“;
გ) 543 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741024047 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„543
პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე,821, 823 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 50 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 150 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი“;
დ) 544 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 545 გრაფა:
#assignedTableId-1679741058726 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„545
პირის მოთხოვნით, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა
ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 150 ლარი“;
ე) 641 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741075267 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„641
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონლის, აგრეთვე ბორნით შემოტანილ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში) განთავსებული საქონლის ან/და ბორნით სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 5 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ღირებულების 10%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
5 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა“;
ვ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741093151 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„68
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული, აგრეთვე ბორნით შემოტანილ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (მათ შორის, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში) ან/და ბორნით შემოტანილ სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად განთავსებული, საბაჟო დეკლარაციით – ფორმა 4-ით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება
ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 200 ლარი“;
ზ) 821 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741110455 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„821
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე და 823გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“;
თ) 822 გრაფა ამოღებულ იქნეს;
ი) 823 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741123505 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„823
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)
არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე − 25 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 75 ლარი;
15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი“;
კ) 824 გრაფა ამოღებულ იქნეს;
ლ) 87-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679741144868 {width:495.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„87
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება (გარდა 75-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)
300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 20 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი“;
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 19 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი