კომლის არაწევრ პირზე ქონების გადასახადში შეღავათის გავრცელება (2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ 5 ჰექტარზე) N 1409

1409 ომლის არაწევრ პირზე ქონების გადასახადში შეღავათის გავრცელება (2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ 5 ჰექტარზე) - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1409
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კომლის არაწევრ პირზე ქონების გადასახადში შეღავათის გავრცელება N 1409

ფაქტობრივი გარემოებები

•კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ (02.02.2009წ) მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით საკუთრებაში გადაეცა კომლის არაწევრ მიწის თანამესაკუთრე პირს

•ვინაიდან მამკვიდრებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკუთრებაში ფლობდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით და მისი მოცულობა არ აღემატებოდა 5 ჰექტარს, თავისუფლდებოდა ქონების გადასახადისგან

•მემკვიდრემ მამკვიდრებლის მსგავსად გააგრძელა შეღავათით სარგებლობა და არ წარადგინა 2009 წლის 1 მაისამდე ქონების დეკლარაცია და არ გადაიხადა მიწაზე ქონების გადასახადი

შეფასება

•ვინაიდან თანამესაკუთრე პირი ამავე დროს არის გარდაცვლილი პირის მემკვიდრე და არ ხდება მიწის ნაკვეთის გასხვისება, შეთავათი უნდა შენარჩუნდეს ქონების კომლის არაწევრ თანამესაკუთრე პირისათვის მიწის გადაცემის შემთხვევაშიც

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება