გადაწყვეტილება №24201/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24201/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------------- (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 28.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24201/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2024 წლის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 270 116,39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 155 920
დღგ - 55 784
საშემოსავლო გადასახადი - 100 136
ჯარიმა - 72 308
საურავი - 41 888,39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტანსაცმლის იმპორტს --------დან და მის საცალო და საბითუმო რეალიზაციას -------ში, იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.06.2022 წლის №15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.07.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილი იქნა შემოწმებისათვის წარმოედგინა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან.
საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისას გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31,19%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემმოწმებლების მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე დაეკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით (31,19%) და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 169-ე (2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) და საგადასახადო კოდექსის 166-ე (2021 წლიდან მოქმედი რედაქცია) მუხლების მიხედვით. საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №007-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტის წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები.
საბჭოს 30.11.2023 წლის №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29%. შედეგად, შემცირდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი საერთო თანხით 38 593 ლარი, მათ შორის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 219 135 ლარით, 2020 წლის შემცირდა 10 920 ლარით, 2021 წლის შემცირდა 246 808 ლარით, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირება 7 719 ლარით. დარიცხული დღგ შემცირდა 9 360 ლარით, მათ შორის გადასახადი 6 501 ლარით და ჯარიმა 2 859 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისამებრ აუდიტის დეპარტამენტიდან გადაანგარიშების დასკვნასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა და განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გასაჩივრებული საკითხი გათვალისწინებულია შემოწმების მიერ და გაანგარიშება ტექნიკურად გამართულია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გასაჩივრებული საკითხების გათვალისწინებით შემოწმების შედეგები შემდგომ გაანგარიშებას არ ექვემდებარება.
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.10.2024 წლის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შემმოწმებელმა აუდიტორმა გადასახადის გადამხდელს გადმოუგზავნა გადაანგარიშების ცხრილები (EXCEL).
გადასახადის გადამხდელმა საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის ფარგლებში წარადგინა განცხადება, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, 23.05.2024 წლის №390/4 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნისა და გადაანგარიშების ცხრილების ანალიზითა და შედარებით გამოიკვეთა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების და შესაბამისი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის შედგენისა და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პროცესში. კერძოდ:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში დამატებით დარიცხული გადასახადების ძირითადი თანხა მითითებულია 154 928 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც დასკვნაში დამატებით დარიცხული გადასახადების ძირითადი თანხა შემცირებულია 72 309 ლარამდე. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა ახალი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა უნდა გამოსცეს ახალი დასკვნის მონაცემებთან ზუსტად შესაბამისობით;
2. აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის №390/4 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნისა და გადაანგარიშების ცხრილების მიხედვით, მართალია, შემცირდა ორმაგი დაბეგვრის ბაზა, მაგრამ იგი იმავდროულად გაიზარდა. დასკვნით საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 29%-ით, თუმცა გადაანგარიშების ცხრილების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე გამოანგარიშებულ იქნა 68%-94% ფასნამატი, რომლის გამოყენებით გაიზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა 29%-იანი ფასნამატი. ვინაიდან იმპორტირებული დაბალი და მაღალი სამომხმარებლო თვისებებისა და სარეალიზაციო ფასების თვითღირებულებები ერთი და იგივეა, გამოყენებული უნდა ყოფილიყო (გამოყენებულ უნდა იქნეს) ერთი და იგივე 29%-იანი ფასნამატი;
3. შემმოწმებელი აუდიტორის მიერ გადმოგზავნილი საქონლის იმპორტის ცხრილის შედარებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსაც და შემმოწმებელსაც დღგ-ის ჩათვლებში გამორჩენილი აქვთ ----- (-.--.2019 წ.) საბაჟო დეკლარაციის გადახდილი დღგ-ის თანხა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი თვის დღგ-ის გადასახდელი თანხის გაანგარიშებაში (მოცემული საკითხი შემოწმების მიერ გათვალისწინებულია შემოწმების პროცესში, რის გამოც არ საჩივრდება წინამდებარე საჩივრით).
განცხადებით გადამხდელი მოითხოვდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებისას გათვალისწინებული ყოფილიყო მითითებული საკითხები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგენილ 9.10.2024 წლის №-/1 დასკვნაში, მის საფუძველზე გამოცემულ 15.10.2024 წლის №22282 ბრძანებაში და წარდგენილ 15.10.2024 წლის №007-254 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში გათვალისწინებული არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშებისას მითითებული 2 საკითხი.
15.10.2024 წლის №007-254 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საშემოსავლო გადასახადი მითითებულია 100 136 ლარის ოდენობით, საიდანაც 16 528 ლარი არის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო 84 608 ლარი - საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე გადასახდელი 2021 წლისათვის თავდაპირველად დასარიცხად გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დარიცხულ იქნა 2022 წლის სავადოებზე, ხოლო შემდგომ 2021 წლისათვის დარიცხული გადასახადი გაუქმდა, უნდა გაუქმებულიყო 2022 წლის სავადოებზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელიც და ცხადია, არ უნდა ასახულიყო 2024 წელს გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში.
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №-1 დასკვნის თანახმად, „გადამხდელის მოთხოვნისამებრ აუდიტის დეპარტამენტიდან გადაანგარიშების დასკვნასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა და განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გასაჩივრებული საკითხი გათვალისწინებულია შემოწმების მიერ და გადაანგარიშება ტექნიკურად გამართულია“. მართლაც, აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის №-/4 საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნისა და გადაანგარიშების ცხრილების მიხედვით, მართალია, შემცირდა ორმაგი დაბეგვრის ბაზა, მაგრამ იგი იმავდროულად გაიზარდა. დასკვნით საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 29%-ით, თუმცა გადაანგარიშების ცხრილების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე გამოანგარიშებულ იქნა 68%-94% ფასნამატი, რომლის გამოყენებით გაიზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა 29%- იანი ფასნამატი. გადამხდელის მოსაზრებით, ვინაიდან იმპორტირებულ დაბალი და მაღალი სამომხმარებლო თვისებებისა და სარეალიზაციო ფასების თვითღირებულებები ერთი და იგივეა, გამოყენებული უნდა ყოფილიყო (გამოყენებულ უნდა იქნეს) ერთი და იგივე 29%-იანი ფასნამატი. მოცემულ საკითხზე გასაჩივრებულ დასკვნაში არ არის წარმოდგენილი არგუმენტი, რაც მიუთითებს საბჭოს დავალების შეუსრულებლობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისამებრ აუდიტის დეპარტამენტიდან გადაანგარიშების დასკვნასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა და განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გასაჩივრებული საკითხი გათვალისწინებულია შემოწმების მიერ და გაანგარიშება ტექნიკურად გამართულია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გასაჩივრებული საკითხების გათვალისწინებით შემოწმების შედეგები შემდგომ გაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტური ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად. აღნიშნულის გამიჯვნის შედეგად დარჩენილი, დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის გამოყენებულია საშუალო შეწონილი ფასნამატი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხი შესწავლილია საბჭოს 1.08.2024 წლის №23216/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ტანსაცმლის იმპორტს და მის საცალო და საბითუმო რეალიზაციას თბილისში, იჯარით აღებულ ფართში. საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ №15321 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სმფ-ების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 1.07.2022 წლამდე და გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვილი იქნა შემოწმებისათვის წარმოედგინა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერები მომსახურე ბანკებიდან. საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან მიიჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისას გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი 31,19%-ის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემმოწმებლების მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ასევე დაეკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების მიერ დაკორექტირდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით (31,19%) და სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 169-ე (2021 წლამდე მოქმედი რედაქცია) და საგადასახადო კოდექსის 166-ე (2021 წლიდან მოქმედი რედაქცია) მუხლების თანახმად. მომჩივანს დაკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №19025 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №20618/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტის წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის დაზუსტების და მომჩივნის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული ბრუნვის/დასაბეგრი შემოსავლის განმეორებით დაბეგვრის საკითხები.
საბჭოს №20618/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც საქონლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 29%. შედეგად, შემცირდა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი საერთო თანხით 38 593 ლარი, მათ შორის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 219 135 ლარით, 2020 წლის შემცირდა 10 920 ლარით, 2021 წლის შემცირდა 246 808 ლარით, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირება 7 719 ლარით. დარიცხული დღგ შემცირდა 9 360 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23216/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №007-112 საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს №23216/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნისამებრ აუდიტის დეპარტამენტიდან გადაანგარიშების დასკვნასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა და განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გასაჩივრებული საკითხი გათვალისწინებულია შემოწმების მიერ და გაანგარიშება ტექნიკურად გამართულია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გასაჩივრებული საკითხების გათვალისწინებით შემოწმების შედეგები შემდგომ გაანგარიშებას არ ექვემდებარება.
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 102(1 „ა“); 159(1 „ა“);