N 370 - 03/08/2026 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 03.08.2026
№ დოკუმენტი 370
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“:

1. 128 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ავტოსადგურის საქმიანობის შემოწმების პროცესში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია, აწარმოოს ფოტო/ვიდეოგადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“.

 

2. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის შესაბამისობას ამ ტექნიკურ რეგლამენტთან აკონტროლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში. ამ მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია, აწარმოოს ფოტო/ვიდეოგადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“.

 

მუხლი 2

სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეოგადაღება), შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცება 2026 წლის 15 სექტემბრამდე.

 

მუხლი 3

1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე