რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2316

2316 რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება 07.09.2010
№ დოკუმენტი 2316
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2316

ფაქტობრივი გარემოებები

•ფიზიკურმა პირმა 2010 წელს დაიწყო ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია არ გაუვლია და შესაბამისად საიდენტიფიკაციო ნომერი მინიჭებული არ აქვს

•გადამხდელს არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი

•საგადასახადო ორგანომ 2010 წლის 16 აგვისტოს აღმოაჩინა, რომ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში არ იყო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული

•ვარიანტი 1: გადამხდელი აქირავებს საცხოვრებელ ბინას სტუდენტებზე

•ვარიანტი 2: გადამხდელს გახსნილი აქვს საოჯახო სასტუმრო და აქირავებს ნომრებს (ეწევა სამეწარმეო საქმიანობას)

შეფასება

•პირველ ვარიანტში, პირს არ ევალებოდა საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის პროცედურების გავლა 2011 წლის 1 აპრილამდე სსკ-ის მე-100 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით

•პირველ ვარიანტში, პირს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ წარმოეშობა სსკ-ის 971 მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით

•მე-2 ვარიანტში, პირი ვალდებული იყო გაევლო სახელმწიფო რეგისტრაცია და დამდგარიყო საგადასახადო აღრიცხვაზე ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე; ამასთან, საქმიანობა ეწარმოებინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში, პირის ქმედებაში არ იკვეთება საგადასახადო სამართალდარღვევა

•მე-2 ვარიანტში:

ა) შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 164-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) პირი დაჯარიმდება სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად;

გ)პირი დაჯარიმდება სსკ-ის 139-ე მუხლის შესაბამისად;

დ) ფასების გამოუკვრელობის შემთხვევაში, სსკ-ის 972 მუხლის დარღვევისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად

•უნდა განხორციელდეს პირის საგადასახადო რეგისტრაცია, სსკ-ის მე-100 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად