დღგ-ის უკუდაბეგვრის ჩათვლების კორექტირება (სახაზინო კოდის არასწორად - ნაცვლად უკუდღგ-სი დღგ-ს მითითება არაა უკუდღგ-ის არჩათვლის საფუძველი) N 1139

1139 დღგ-ის უკუდაბეგვრის ჩათვლების კორექტირება (სახაზინო კოდის არასწორად - ნაცვლად უკუდღგ-სი დღგ-ს მითითება არაა უკუდღგ-ის არჩათვლის საფუძველი) 10.11.2015
№ დოკუმენტი 1139
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის უკუდაბეგვრის ჩათვლის კორექტირება N 1139

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ უკუდაბეგვრის დღგ-ის ჩათვლა განახორციელა დღგ-ის ბარათზე ასახული იმ თანხების შესაბამისად, რომელთა საგადახდო დავალებაში სიტყვიერად აღნიშნულია „დღგ საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებიდან", ხოლო მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებიდან დღგ-ის თანხის სახაზინო კოდი

შეფასება

· სსკ-ის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, მხოლოდ სახაზინო კოდის არასწორად მითითება დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლად არ უნდა ჩაითვალოს

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

სიტუაციური სახელმძღვანელო, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 1 მაისის №3581-IIს საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ვრცელდება 2015 წლის 1 ივლისამდე არსებულ საგადასახადო პერიოდებზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით