ბრძანება N 11865
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11865
29 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: ------------------------;
იურ. მის.: -------------------------)
2026 წლის 6 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 6 მაისის №102222/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №227-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შესყიდვის ღირებულება და მიღებული რენტაბელობა არ შეესაბამება შავი და ფერადი ლითონის ჯართით ვაჭრობის სფეროში არსებულ მდგომარეობას. განმარტავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით ხარჯის განსაზღვრა განხორციელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონაცემების შესაბამისად, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი პირის მონაცემები იქნა გამოყენებული, რა ფასებით მოხდა შედარება და რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული მონაცემები გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ განსაზღვრა სავარაუდო შესყიდვის ფასი სხვა პირის მონაცემებზე დაყრდნობით და შესყიდვის ღირებულებიდან მხოლოდ 75% აღიარა გამოსაქვით ხარჯად, რამაც ხელოვნურად გაზარდა დასაბეგრი ბრუნვა. მიაჩნია, რომ შემოწმებით ფასნამატი შეადგენს 40%-ს, ხოლო დამატებით მხოლოდ 75%-ის ხარჯად აღიარების შედეგად საბოლოო ეფექტური მარჟა 65%-ია, რაც შავი და ფერადი ლითონის ჯართით ვაჭრობის სფეროში არარეალურია. აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმიანობაში ფასნამატი მერყეობს 5-10%-ის ფარგლებში. ამასთან, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო ითვალისწინებს 25%-იანი რენტაბელობის გამოყენებას, როდესაც ვერ ხერხდება საქონლის შეძენის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა და მისთვის გაუგებარია რატომ არ გამოიყენა შემოწმებამ აღნიშნული მიდგომა. ასევე, საჩივარზე თანდართული აქვს საქონლის მიმწოდებელი ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებითაც დგინდება რეალური შესყიდვის ფასები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2313 და 26 მარტის №6665 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7485 ბრძანება და 3 აპრილის №227-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 203 022 ლარი, მათ შორის, გადასახადი 132 343 ლარი, ჯარიმა 66 171 ლარი და საურავი 4 508 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: . გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს შავი ლითონის ჯართით ან/და ნარჩენით ვაჭრობა ქალაქ -----ში. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2018 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანებით 2026 წლის 4 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორულკრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობა გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%), ასევე, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასა და საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, მათ შორის, შესყიდვის აქტების არსებობის ფაქტი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ ფიზიკური პირების ახსნაგანმარტებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რეალური ღირებულების დადგენა. შესაბამისად, შემოწმებას მიაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტები ვერ გახდება შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%-ის ხარჯად განხილვა, საწარმოში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ფიზიკური პირებისგან შეძენილად ჩათვლა და შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ შავი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2313 და 26 მარტის №6665 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7485 ბრძანება და №227-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 203 022 ლარი, მათ შორის, გადასახადი 132 343 ლარი, ჯარიმა 66 171 ლარი და საურავი 4 508 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2018 („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) ბრძანებით 2026 წლის 4 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით გამოვლინდა, რომ საწარმოს სალაროში არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებულია საქონელი, ხოლო სმფ-ის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა საწარმოს მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა (მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დოკუმენტურად შეძენილი სმფ-ების ღირებულების 75%). გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორულკრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობა გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან,შემოწმების პროცესში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ჟურნალი, საბუღალტრო რეგისტრები და შეძენის დამადასტურებელი საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებას საშუალებას მისცემდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაედგინა დაბეგვრის ობიექტი და განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის მიერ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის მოცულობა . რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომლის შეძენაც დოკუმენტით არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 1333(1.2.3);