სარგებელი N 1804

1804 სარგებელი - (ძალადაკარგული) 13.08.2010
№ დოკუმენტი 1804
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სარგებელი N 1804

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ უსასყიდლოდ მიღებული არამატერიალური აქტივი არ ასახა ერთობლივ შემოსავალში, ამასთან, არ დაბეგრა ქონების გადასახადით

•მიღებული არამატერიალური აქტივის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია ექსპერტიზის დასკვნით

შეფასება

•უსასყიდლოდ მიღებული არამატერიალური აქტივის ღირებულება უნდა აესახა ერთობლივ შემოსავალში

•აქტივი უნდა შეტანილიყო შესაბამის ჯგუფში (V) და დარიცხოდა ამორტიზაცია

•არამატერიალური აქტივის ღირებულება შეტანილ უნდა იქნეს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში

ღონისძიებები

•დასაბეგრი მოგების გაზრდის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოგების გადასახადის დარიცხვა

•უნდა მოხდეს ქონების გადასახადის დარიცხვა

•პირი დაჯარიმდება მოგებისა და ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)