N 702 - 27/11/2020 -„მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №702
2020 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2011, 340170000.10.003.016382) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:
1. „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ჭვავი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1002 სასაქონლო პოზიციაში;
ე) ქერი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1003 სასაქონლო პოზიციაში;
ვ) შვრია – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1004 სასაქონლო პოზიციაში;“.
2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სორგო მარცვლოვანი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1007 სასაქონლო პოზიციაში;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე