მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა N 0224

0224 მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა 26.07.2011
№ დოკუმენტი 0224
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიწის შეძენაზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა N 0224

ფაქტობრივი გარემოებები

· 2009 წელს საწარმომ 118 000 ლარად (დღგ-ს ჩათვლით) შეიძინა შენობა მიწის ნაკვეთით და შეიყვანა ექსპლუატაციაში

· საწარმომ მიწის ნაკვეთი შეაფასა 60 000 ლარად და აღიარა აქტივად, შესაბამისად შენობა შეაფასა 40 000 ლარად და აღიარა აქტივად, 18 000 ლარის ოდენობით მიიღო დღგ-ის ჩათვლა

· ძირითადი საშუალებების ღირებულება 100 000 ლარი 2009 წელს სრულად გამოქვითა

შეფასება

· მიწა არაამორტიზებადი აქტივია და მის მიმართ გადამხდელს არ ჰქონდა ხარჯებში გამოქვითვის უფლება (სსკ-ის 112-ე (ძვ. 183-ე) მუხლი)

· გადამხდელს უნდა გაემიჯნა მიწისა და შენობის ღირებულება და ხარჯად ეღიარებინა მხოლოდ შენობის ღირებულება 40 000 ლარი

· გადამხდელმა გაზარდა საანგარიშო პერიოდის გამოსაქვითი ხარჯი - 60 000 ლარი, ამასთან დღგ-ს ჩათვლა განახორციელა მართლზომიერად

ღონისძიებები

· გადამხდელს დაუკორექტირდება (შეუმცირდება 60 000 ლარით) 2009 წლის გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი

· საწარმო, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით

სახელმძღვანელოში მოცემული თანხა აღებულია პირობითად და მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

სახელმძღვანელო არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეძენილი მიწის რეალიზაცია მოხდა შეძენის წელს.

აღნიშნული წლები აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა გავრცელდება ნებისმიერ საანგარიშო პერიოდზე.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით