გადაწყვეტილება №25013/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25013/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25013/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ამხანაგობა “------” (ს/ნ -----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა “-------”-ს 4.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით დარიცხული გადასახადის და საურავის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3322 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2501.13 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს 2017 წლის აპრილის თვეში მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა). ამხანაგობას საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი გაუქმებული აქვს 2023 წლის 1 ნოემბერს. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადი თითოეულ საანგარიშო თვეზე დარიცხულია 100-100 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით დარიცხული გადასახადის და საურავის ნაწილში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.02.2025 წლის №3322 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) მომჩივანს შეუმცირდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადი;

ბ) მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან;

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3322 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 951 -ე, 43-ე, 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლებზე, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაზე, ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ გარდაცვალების მოწმობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ამხანაგობა „----------“ს ერთერთი დამფუძნებელი წევრი - ----------ძე (პ/ნ ------------) გარდაიცვალა 2022 წლის 5 აგვისტოს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ამხანაგობა „--------“ს მეორე დამფუძნებელი წევრი და, ამავდროულად, ხელმძღვანელი -----ძე (პ/ნ ------) 2015 წლიდან დასაქმებულია ა(ა)იპ -------ში (ს/ნ -------) და უფიქსირდება ხელფასის მიღება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ამხანაგობა „------“ს უნდა შეუმცირდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ამხანაგობა „-----“ა უნდა გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ამხანაგობას 2016 წლის 19 ოქტომბრიდან, --- და --- -----ები ერთად ფლობდნენ ამხანაგობას, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნულ საქმიანობას მისგან დამოუკიდებლად ახორციელებდა მისი ძმა ------ძე. საქმიანობა ფაქტობრივად ხორციელდებოდა 2020 წლის იანვრის ჩათვლით, რადგან შემდგომ პერიოდში მის ძმას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ის ვეღარ ახერხებდა საქმიანობის გაგრძელებას. 2022 წლის 5 აგვისტოს ------ძე გარდაიცვალა.

2023 წლის ოქტომბერში გამოცემული ყადაღის ბრძანებით ცნობილი გახდა დარიცხული დავალიანების შესახებ და მიმართა საგადასახადო ორგანოს 2023 წლის 1 ნოემბერს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების თაობაზე. აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო დავალიანება წარმოშობილია იმ პერიოდში, როდესაც გადამხდელი ფაქტობრივად არ/ვერ საქმიანობდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და საურავის გაუქმებას 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდზე. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში------ძე ებრძოდა მძიმე დაავადებას. წარმოადგინა ფორმა 100 დათარიღებული 21.02.2020 წლით, სადაც აღნიშნულია, რომ ------ძეს აქვს პარკინსონის დაავადება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3322 ბრძანებით მომჩივანს შეუმცირდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადი, ასევე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.

მომჩივანი განმარტავს, რომ ხსენებულ საქმიანობას მისგან დამოუკიდებლად ახორციელებდა მისი ძმა -----ძე, რომელიც ფაქტობრივად ხორციელდებოდა 2020 წლის იანვრის ჩათვლით. შემდგომ -------ძეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა (წარმოდგენილია ფორმა 100 დათარიღებული 21.02.2020 წლით) და ვეღარ მოახერხა საქმიანობის გაგრძელება, ხოლო 2022 წლის 5 აგვისტოს იგი გარდაიცვალა. აღნიშნავს, რომ საბიუჯეტო დავალიანება წარმოშობილია იმ პერიოდში, როდესაც გადამხდელი ფაქტობრივად არ/ვერ საქმიანობდა. ამდენად, ითხოვს 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდზე დარიცხული გადასახადისა და საურავის გაუქმებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი საქმიანობის შეწყვეტის თარიღამდე და თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება მომჩივნის არგუმენტი, რომ ------ძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა საქმიანობის გაგრძელება, დარიცხული გადასახადი და საურავი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3322 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი საქმიანობის შეწყვეტის თარიღამდე და თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება მომჩივნის არგუმენტები, დარიცხული გადასახადი და საურავი დაუქვემდებაროს შემცირებას; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით დარიცხული გადასახადის და საურავის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 2017 წლის აპრილის თვეში მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა). ამხანაგობას საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი გაუქმებული აქვს 2023 წლის 1 ნოემბერს. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადი თითოეულ საანგარიშო თვეზე დარიცხულია 100-100 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით დარიცხული გადასახადის და საურავის ნაწილში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №3322 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მომჩივანს შეუმცირდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან;

შემოსავლების სამსახურის №3322 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი საქმიანობის შეწყვეტის თარიღამდე და თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება მომჩივნის არგუმენტი, რომ დარიცხული გადასახადი და საურავი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 956(1); 269(7);