სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა N 1703

1703 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა 07.09.2010
№ დოკუმენტი 1703
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა N 1703

ფაქტობრივი გარემოებები

•ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო მიმწოდებელი საწარმო იჯარით აღებულ ობიექტზე (აგს-ზე) ახორციელებდა ნავთობპროდუქტების ბაზიდან (სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით) შიდა გადაზიდვით ნავთობპროდუქტების ჩასხმასა და საცალო რეალიზაციას

•აგს-ის მიხედვით დეკლარირებული მიწოდებებით მასში ჩასხმული საწვავი სრულად არ ინაშთება; ამასთან, იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია და შეწყვეტის მომენტში დაფიქსირებული არ ყოფილა საწვავის ფაქტიური ნაშთი და შესაბამისად, არ ფიქსირდება ბაზაში უკან დაბრუნების ფაქტი

•გადამხდელი არ აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის #87 ბრძანებით დადგენილი წესით ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალს

შეფასება

•დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის #87 ბრძანებით დადგენილი წესი - "ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ"; 29-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ჟურნალში აღრიცხვის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყება, ხოლო მიღების შემთხვევაში, ჩამოცლის დაწყება

•საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გაუნაშთავი ბუღალტრული ნაშთის ოდენობა განხილულ უნდა იქნეს ამავე მომენტისათვის განხორციელებულ მიწოდებად

ღონისძიებები

•გადამხდელს გაეზრდება ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისი თვის (საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე დაერიცხება კუთვნილი გადასახადები

•ჟურნალის წარმოების წესის დარღვევისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე