ბრძანება N 20534

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.09.2025
№ დოკუმენტი 20534
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20530

19 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „-------ის“ (ს/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის პირველი სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა ----- (პ/ნ -----) №137109/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის პირველი სექტემბრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოქცეული იყო დროებითი შემოტანის პროცედურაში. 25 აგვისტოს გამოცხადდა სააგენტოში, სადაც მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტაცია: ახალი მინდობილობა და გარემოს დაცვის სამინისტროდან საბუთი. აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა საჭირო, მაგრამ დაჯარიმდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს ------ (პ/ნ ------) მიერ სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----) №------ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში 2025 წლის 27 აგვისტომდე ვადით. მითითებული ვადის გაგრძელებისა და ავტომობილის დროებით შემოტანის პროცედურაში ხელახლა დეკლარირების მიზნით ------- (პ/ნ ------) სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა დაგვიანებით – 2025 წლის პირველ სექტემბერს.

ვინაიდან ------- (პ/ნ -------) მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქონლის ხელახალი დეკლარირება, აღნიშნული ჩაითვალა დროებით შემოტანის პროცედურის პირობის დარღვევად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, ------ გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის პირველ სექტემბერს შედგენილ იქნა №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პ/ნ ------) საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა − 500 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ------) 2025 წლის პირველ სექტემბერს მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში (ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია №-------) და დროებით შემოტანის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და ამ მუხლის მე2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ვადა.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწიანააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მომჩივანმა ვადის გაგრძელებისა და ავტომობილის დროებით შემოტანის პროცედურაში ხელახლა დეკლარირების მიზნით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და ჯარიმის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს ფ/პ-ის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში 2025 წლის 27 აგვისტომდე ვადით. მითითებული ვადის გაგრძელებისა და ავტომობილის დროებით შემოტანის პროცედურაში ხელახლა დეკლარირების მიზნით მომჩივანმა, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა დაგვიანებით – 2025 წლის პირველ სექტემბერს.

ვინაიდან, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა საქონლის ხელახალი დეკლარირება, აღნიშნული ჩაითვალა დროებით შემოტანის პროცედურის პირობის დარღვევად და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა − 500 ლარის ოდენობით. დროებით შემოტანის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

139(1);163(1);171(1):