N 3459-XIIრს-Xმპ - 03/07/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლის:
ა) „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 და 3712 მუხლებისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442, 443, 445 და 447−4411 მუხლების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების/სამსახურების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“;
ბ) „პ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი:
„პ2) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კონტროლისა და რევიზიის აქტი) სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,3 ივლისი 2023 წ.
N3459-XIIრს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე