საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დასაშვები SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “ACLAS CRBX” მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ

ბრძანება 31.05.2016
№ დოკუმენტი 15328
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება N 15328

31/05/2016

საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დასაშვები SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “ACLAS CRBX” მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 233 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნეს SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “ACLAS CRBX” მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი.

2. დაევალოს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამავე ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული საკონტროლო-სალარო აპარატის რეესტრში შეტანის თაობაზე ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, აგრეთვე სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი საკონტროლო–სალარო აპარატების რეესტრის მწარმოებელი კომისის 2016 წლის 24 მაისის №4 სხდომის ოქმი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი

გიორგი თაბუაშვილი