დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლიდან გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებლის მიერ მიღებული შემოსავალია და იბეგრება გადახდის წყაროსთან) N 0107

0107 დივიდენდის დაბეგვრა (2011 წლიდან გაცემული შუალედური დივიდენდი საწარმოს დამფუძნებლის მიერ მიღებული შემოსავალია და იბეგრება გადახდის წყაროსთან) - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0107
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0107

ფაქტობრივი გარემოებები

•2011 წელს დადგენილი წესით დივიდენდების სახით განაწილებულია შუალედური მოგება (წილის პროპორციულად ან პროპორციის გარეშე)

•გაცემული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან

•წლიური შედეგებით დადგინდა რომ საწარმოს მოგება არ მიუღია და შესაბამისად განაწილებული თანხები ვერ დაკვალიფიცირდა როგორც დივიდენდი

•მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორს მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლება აქვს, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ზედმეტად გაცემული დივიდენდის თანხები არ ბრუნდება და ამასთან არ დასტურდება საწარმოს კაპიტალის შემცირება

შეფასება

•შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება შესაძლებელია

•დაუბრუნებელი თანხა თავისი შინაარსით პარტნიორისათვის გაცემის თარიღიდან ჩაითვლება საწარმოსაგან მიღებულ შემოსავლად

•შემოსავლის გამცემი ვალდებულია გადახდის წყაროსთან დააკავოს საშემოსავლო გადასახადი (სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად)

ღონისძიებები

•პარტნიორის დაუბრუნებელ თანხაზე საწარმოს უნდა დაერიცხოს გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი

•საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე მუხლით

წყაროსთან დაკავებული დივიდენდის დეკლარირებული თანხა ექვემდებარება შემცირებას.

ფაქტობრივ გარემოებებში იგულისხმება, რომ დივიდენდი გაცემულ იქნა სსკ-ის 130-ე (1) მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და დაცულია 309-ე (2) მუხლის მოთხოვნები.

თუ პარტნიორი გადასახადის გადამხდელის მოწმობის მქონე ფიზიკური პირია, შემოსავლების გამცემს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ დაეკისრება.

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე