N 3308-რს - 21/07/2018 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 21.07.2018
№ დოკუმენტი 3308-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

„ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით.“.

2. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ ქვეპუნქტი:

„ბ3) დაგროვებითი პენსია განხორციელებული საპენსიო შენატანების და შესაბამისი სარგებლის ოდენობით, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

3. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. 103-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,21 ივლისი 2018 წ.

N3308-რს