N 3426-XIმს-Xმპ - 30/06/2023 - „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პირი, რომელიც ახორციელებს წყლის რესურსებით სპეციალურ სარგებლობას (ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,30 ივნისი 2023 წ.
N3426-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე