ძირითადი საშუალების ჩამოწერა N 0206

0206 ძირითადი საშუალების ჩამოწერა - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 0206
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალების ჩამოწერა N 0206

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ ერთ ჯგუფში შემავალი ძირითადი საშუალებები სრულად ჩამოწერა გამოუსადეგარობის მოტივით, თუმცა სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი არ არის

•ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების მიმართ ბუღალტრულად დგინდება საბალანსო ნარჩენი ღირებულება

•საწარმო არ არის დღგ-ის გადამხდელი

შეფასება

•საწარმოს ერთობლივ შემოსავალში უნდა ჩაერთო ჩამოწერილი ძირითადი საშუალებები საბაზრო ღირებულებით სსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით - დანახარჯის მეთოდით (საბალანსო ნარჩენი ღირებულებით) ან სხვა საბაზრო ღირებულებით

ღონისძიებები

•მარაგის სააღრიცხვო ღირებულება დაეამატება ერთობლივ შემოსავალს და გადაანგარიშდება დასაბეგრი მოგება (ზარალი)

•პირი დაჯარიმდება დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით