N 109 - 08/04/2026 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №109
2026 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):
1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს:
ა) ზოგადი ინფორმაცია:
ა.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით);
ა.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი რკინიგზის სადგური;
ა.გ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი;
ა.დ) დანიშნულების რკინიგზის სადგური;
ა.ე) დანიშნულების ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი;
ა.ვ) კონტეინერის/ვაგონის ნომერი;
ა.ზ) კონტეინერის სუფიქსი;
ა.თ) კონტეინერი ტვირთის სახით;
ა.ი) მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით);
ა.კ) რკინიგზის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა და ნომრები;
ა.ლ) ტარა;
ა.მ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული შეფუთვების რაოდენობა;
ა.ნ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული ტვირთის მთლიანი ბრუტო წონა;
ა.ო) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი);
ა.პ) უწყისის ნომერი;
ბ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებულ თითოეული დასახელების/სახეობის საქონელთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
ბ.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);
ბ.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);
ბ.გ) ერთეულის რაოდენობა;
ბ.დ) მიმღების დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);
ბ.ე) მიმღების ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);
ბ.ვ) საქონლის დასახელება;
ბ.ზ) საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად (ოთხნიშნა დონეზე, ხოლო აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში – რვანიშნა დონეზე);
ბ.თ) საქონლის ბრუტო წონა;
ბ.ი) საქონლის რაოდენობა;
ბ.კ) საქონლის ნეტო წონა;
ბ.ლ) შეფუთვის რაოდენობა;
გ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაცია;
დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი;
ე) იმ რკინიგზის სადგურის კოდი, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას.“.
2. მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. გრაფა „ტვირთის კოდი“ – ივსება სისტემის მიერ, რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რედაქტირდება. გრაფაში მიეთითება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:
ა) ოთხნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი სასაქონლო პოზიციის მითითების შემდეგ აღინიშნება „00“;
ბ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 აპრილიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე