ბრძანება N 681

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 20.01.2023
№ დოკუმენტი 681
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 681

20.01.2023

სს „-----------“ (ს/ნ -----------)

(მის.: ------------------)

2022 წლის 11 ნოემბრის

საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა სს „-----------“ (ს/ნ -----------) №205051/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187959, №EL187960, №EL187961,№EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და განმარტავს, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში ვაგონების 21 დღის დაგვიანებით გამოცხადების გამო, თითოეულ ვაგონზე ჯარიმა გამოიწერა ორ-ორჯერ, მაშინ როდესაც, ბენზინით დატვირთული ვაგონები საქართველოს რკინიგზის სადგურ ---------- შევიდა №------ მატარებლით და საბაჟო კონტროლზე ერთდროულად აყვანილია 25 ოქტომბერს, ხოლო სადგურ ------ შევიდა 1 ოქტომბერს, კლიენტის მიზეზით შეყოვნდა 13 ოქტომბრამდე განბაჟებისა და გადამისამართების მოლოდინში და გაიგზავნა დანიშნულებით სადგურ --------, სადაც ვაგონები, ასევე კლიენტის მიზეზით, შეყოვნდა საბუთების გამოსყიდვისა და დაცლის ფრონტის მოლოდინში 21 ოქტომბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ------- მიმართ შეფარდებულ საბაჟო სანქციებზე, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიზეზით, დამრღვევი პირისგან საბაჟო სანქციების თანხის ანაზღაურების პროცესი ფერხდება, იმის გამო, სადავო სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით ვაგონების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ვადა 21 დღით დაირღვა მხოლოდ ერთხელ და თითოეული საჯარიმო თანხა რეალურად შეადგენს 1000-1000 ლარს, ხოლო №EL187959, №EL187960, №EL187961 ოქმებით შეფარდებული 1050 ლარიანი სანქციები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვიანიდან არ შეესაბამება საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარიმო ოდენობას.

მომჩივანს მიაჩნია, რომ სს „-----------“ (ს/ნ -----------) მხრიდან დაცულია იმ ინსტრუქციათა წესები, რომლებიც არეგულირებს გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქონლის დროებითი შენახვის შესაძლებლობას საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით, ხოლო საქონლის შენახვის ადგილად განსაზღვრულია რკინიგზის სადგურები, რაც მისი განმარტებით ცნობილია საბაჟო ორგანოსთვის.

აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 177-ე, 178-ე, 179-ე, 181-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში მითითებული არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს კომპანია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 25 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „---“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, საქონლით (ბენზინი) დატვირთულ №-----, №------ და №------ სარკინიგზო ვაგონებზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა (№-------) და სარკინიგზო ვაგონების გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 სექტემბერი. აღნიშნული ვაგონები დანიშნულების ადგილზე (საბაჟო საწყობი შპს „------) გამოცხადდა 21 დღის დაგვიანებით – 2022 წლის 21 ოქტომბერს.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2022 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს – სს „-----------“ (ს/ნ -----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187959, №EL187960 და №EL187961 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №142 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187959, №EL187960 და №EL187961 სამართალდარღვევის ოქმები. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისა და მისი წარდგენის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.ამდენად №EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ მისი მხრიდან დაცულია იმ ინსტრუქციათა წესები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს შესაბამისად 5 კალენდარულ დღეს.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187959, №EL187960 და №EL187961 სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს . ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში მითითებული არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს კომპანია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2022 წლის 25 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულ, საქონლით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონებზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა და სარკინიგზო ვაგონების გამოცხადების ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 სექტემბერი. აღნიშნული ვაგონები დანიშნულების ადგილზე გამოცხადდა 21 დღის დაგვიანებით – 2022 წლის 21 ოქტომბერს.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2022 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს ( მომჩივანს) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №142 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187959, №EL187960 და №EL187961 სამართალდარღვევის ოქმები. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან,სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო 2022 წლის 22 ოქტომბრის №EL187975, №EL187977 და №EL187979 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301-ე ( „დ“);

ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163(1,11); 165;