N 3965-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.12.2023
№ დოკუმენტი 3965-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს − საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მიზნით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.

N3965-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართვფელოს საკანაონმდებლო მაცნე