მივლინების თანხების გამოქვითვა (დამუძნებლის მივლინება, როცა ის არაა დაქირავებულიც) N 0251
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მივლინების თანხების გამოქვითვა N 0251
ფაქტობრივი გარემოებები
•2011 წლიდან საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა დამფუძნებელზე მივლინების სახით ანაზღაურებული ხარჯები
•I ვარიანტი: დამფუძნებელი იმავდროულად საწარმოს მიერ დაქირავებული პირი არ არის და აღნიშნული მივლინება არ უკავშირდება საწარმოსათვის მომსახურების გაწევას
•II ვარიანტი: დამფუძნებელი იმავდროულად საწარმოს მიერ დაქირავებული პირია და მივლინება დაკავშირებულია მის დაქირავებით მუშაობასთან
შეფასება
•I ვარიანტში დამფუძნებელზე გაწეული ხარჯი ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც სამივლინებო ხარჯი და ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება
•I ვარიანტში დამფუძნებელზე გაწეული ხარჯი მთლიანად განიხილება ამ პირის სარგებლად, ამასთან საწარმოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება
•II ვარიანტში საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•I ვარიანტში უნდა დაზუსტდეს (შემცირდეს) საწარმოს გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი. სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საწარმო ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად
•I ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
•II ვარიანტში საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
პირველ ვარიანტში იგულისხმება, რომ დამფუძნებელი არ არის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით