N 1286-IVმს-XIმპ - 17/12/2025 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2682 მუხლი:
„მუხლი 2682. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს გადასცემს (აბარებს) ან უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილის მიმტანი უფლებამოსილი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს, რაც მის ჩაბარებად მიიჩნევა.
3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება (მისი ასლი) ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სათანადო უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესსა და პირობებს ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
მუხლი 2. ამ კანონით გათვალისწინებული კოდექსის 2682 მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაცნობის წესი ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,17 დეკემბერი 2025 წ.
N1286-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე