N 5449-IIს - 09/12/2011 - „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 09.12.2011
№ დოკუმენტი 5449-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.11.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.016467) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2011 წლის 9 დეკემბერი.

№5449-IIს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე