N 272 - 15/08/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №272
2013 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური