ამორტიზაცია N 0211
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა N 0211
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ 2010 წელს შეიძინა ძირითადი საშუალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით
· 2010 წელს შეძენილ ძირითად საშუალებას საწარმომ დაარიცხა ცვეთა და საამორტიზაციო ხარჯი გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან 2010 წელს
· შემოწმების მასალებით დგინდება, რომ საწარმომ შემოსავლის მიღება დაიწყო 2011 წლიდან
· I ვარიანტი: საწარმომ იმავე წელს შეიყვანა ძირითადი საშუალება ექსპლუატაციაში
· II ვარიანტი: საწარმომ ძირითადი საშუალება 2011 წელს შეიყვანა ექსპლუატაციაში
შეფასება
· I ვარიანტში: საწარმოს ქმედება მართლზომიერია
· II ვარიანტში: საწარმოს მიერ არ უნდა მომხდარიყო ცვეთის დარიცხვა 2010 წელს შეძენილ ძირითად საშუალებაზე, რადგან ექსპლუატაციაში შეიყვანა 2011 წლიდან
· II ვარიანტში: გადამხდელმა გაზარდა გამოსაქვითი ხარჯი 2010 წელს
ღონისძიებები
· I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
· II ვარიანტში ფაქტობრივად გამოქვითული საამორტიზაციო თანხით უნდა შემცირდეს 2010 წლის ხარჯები
· II ვარიანტში 2010 წლის მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით
აღნიშნული წლები აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა გავრცელდება ნებისმიერ საანგარიშო პერიოდზე.
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით