ბრძანება N 19914

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.09.2025
№ დოკუმენტი 19914
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19914

10 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 21 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის და 27 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №61; №71) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ივლისის №96976/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №001-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნავს, რომ ბუღალტერიას აწარმოებს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მის მიერ ზუსტად და სრულად არის აღრიცხული ------- პროცესი და გამოყვანილია გამოსავლიანობა. ხოლო, შემმოწმებლის მითითება, რომ თითქოსდა შესაბამისი კალკულაციები დადასტურებული უნდა იყოს რაიმე სახის ექსპერტის მიერ, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის არცერთ ნორმას, რადგანც არც საგადასახადო კოდექსის და არც მის საფუძველზე გამოცემული არცერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ადგენს აღნიშნულზე ექსპერტიზის დასკვნის ქონის ვალდებულებას, შესაბამისად, შემოწმების აქტში ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე მითითება არის უსაფუძვლო. აღნიშნავს, რომ ------- გამოყენებული ------- რაოდენობა არ წარმოადგენს გადაჭარბებულ და არაგონივრულ ხარჯს, არამედ სრულად შეესაბამება სამშენებლო წარმოების სტანდარტულ პრაქტიკას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი მზა ------- რეალიზებულად განხილვას. აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში როდესაც ხორციელდებოდა საქონლის რეალიზაცია, საბუღალტრო პროგრამა ორისში ხდებოდა რეალიზებული საქონლის ჩამოწერა. იმ შემთხვევაში, როდესაც კორექტირებას ექვემდებარებოდა სასაქონლო ზედნადები, გარკვეულ შემთხვევებში საბუღალტრო პროგრამაში არ მომხდარა აღნიშნული კორექტირების გატარება, სულ ჯამურად 29 196 ლარი, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) საფუძველზე რეალიზებული საქონელი და სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი სრულად ემთხვეოდა გადამხდელის მიერ ნაწარმოებ ბუღალტერიას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების დაბეგვრას იმ საფუძვლით, რომ კომპანიის ავტომობილები მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველი, ასევე შემოწმების აქტში არ არის მოცემული, თუ როგორ და რის საფუძველზე მოხდა მომსახურების ღირებულების დადგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის №7068 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14217 ბრძანება და ამავე თარიღის №001-121 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 045 763 ლარი, მათ შორის გადასახადი 652 533 ლარი, ჯარიმა 326 266 ლარი და საურავი 66 963 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ------- წარმოება. რიგ შემთხვევებში საწარმოს უფიქსირდება მზა ------- შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ორისში. მის მიერ მოწოდებულ იქნა ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაცია, რომლის მიხედვითაც პროგრამაში წარმოების პროცესია აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კალკულაციები არ არის დადასტურებული ექსპერტის მიერ. შემოწმების მიერ აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართული სმფ-ების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ------- რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. შემოწმების მიერ მზა ------- გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის, რა რაოდენობის ------- იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ------- სახეობების პროპორციულად. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ შედარებულ იქნა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის (-------) ჩამოწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის -------, ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებებში. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული სხვაობები (ზედმეტად ჩამოწერილი საქონელი) განხილულ იქნა რეალიზებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ ზედნადებებში, რომელშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს შპს „-------“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა (საწარმოს საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება), შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 159-ე და 163-ე მუხლებით და აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანია ბუღალტერიას აწარმოებს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მის მიერ ზუსტად და სრულად არის აღრიცხული ------- წარმოების პროცესი და გამოყვანილია გამოსავლიანობა. ხოლო, შემმოწმებლის მითითება, რომ თითქოსდა შესაბამისი კალკულაციები დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის მიერ, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან არც საგადასახადო კოდექსი და არც მის საფუძველზე გამოცემული არცერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ადგენს აღნიშნულზე ექსპერტიზის დასკვნის ქონის ვალდებულებას, შესაბამისად, შემოწმების აქტში ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე მითითება არის უსაფუძვლო.

მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში მითითებული იყო, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა გოსტის (ГОСТ) სტანდარტებით და აღნიშნული სტანდარტის საკუთარი ინტერპრეტირებით მიუთითა, რომ B-25 კლასის ------- 1 მ3-ის დასამზადებლად საჭირო იყო 330კგ -------. გოსტის სტანდარტი (ГОСТ -------) ------- წარმოებისათვის განსაზღვრავს მინიმალურ და არა მაქსიმალურ ------- რაოდენობას. ასევე, მაქსიმალურ რაოდენობას ------- გამოყენებაზე არ ადგენს არც ევროკავშირის და არც სხვა საერთაშორისო სტანდარტი, კერძოდ: ------- (ევროპული სტანდარტი) და -------, რომლებიც ასევე განსაზღვრავს მხოლოდ მინიმუმს ------- რაოდენობის და მაქსიმუმს მხოლოდ W/C (-------) ფარდობისთვის, 360კგ ------- გამოყენება ტექნოლოგიურად დასაშვებია, შესაბამისად, ------- არის ბევრად უკეთესი, ხარისხიანი, უფრო მტკიცე და გამძლე. კომპანია აწარმოებს ძირითადად B25 კლასის არმირებულ -------, რისთვისაც იყენებს ------- ------- (მარკა 500), საშუალო ხარჯით 360 კგ/მ³. შემმოწმებლის მიერ მითითება, რომ თითქოს სტანდარტით დაშვებულია მაქსიმუმ 330 კგ ------- გამოყენება, არ შეესაბამება არსებულ რეგულაციებს

გადამხდელი აღნიშნავს, რომ ------- რაოდენობა განისაზღვრება ლაბორატორიული შერჩევის საფუძველზე. პრაქტიკაში B25/C20/25 კლასის ------- საშუალოდ გამოიყენება 300–360 კგ/მ³, თუმცა მაღალი გამძლეობისა და სპეციფიკური სამუშაო პირობების შემთხვევაში დაშვებულია უფრო მაღალი ხარჯიც 400 კგ/მ³-მდე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, 360კგ ------- გამოყენება B25 ------- წარმოებისას, არ ეწინააღმდეგება ГОСТ ------- მოთხოვნებს, სრულად შეესაბამება ------- მინიმალურ მოთხოვნებს (აღნიშნული ასევე დასტურდება პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციით), დაშვებულია ------- პრინციპებიდან გამომდინარე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მოწოდებულ იქნა ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაცია, რომლის მიხედვითაც იყო პროგრამაში წარმოების პროცესი აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კალკულაციები არ იყო დადასტურებული ექსპერტის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის მარტის თვის მოგებისა და დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით დაბეგრილი აქვს ------- დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისი დაბეგრილია, შემოწმების ბრძანების ჩაბარების შემდგომ, დაზუსტებული დეკლარაციების მეშვეობით. შემოწმების მიერ, აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართული სმფ-ების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. გარდა ამისა, შემოწმების მიერ, გადამხდელის მიერ აღიარებული -------დანაკლისიც შესამოწმებელ პერიოდში იქნა ჩართული წარმოებაში. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, გადამხდელის მიერ აღირებული დანაკლისისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ------- რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. შემოწმების მიერ მზა ------- გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის, რა რაოდენობის ------- იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ------- სახეობების პროპორციულად. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სულ შეძენილი აქვს 18 396,18 ტონა -------, დანაკლისად აღიარებულია 1 550 ტონა -------, ხოლო ------- რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ უფიქსირდება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელის კალკულაციის მიხედვით, ------- წარმოებისთვის საჭირო ნედლეულებიდან ვლინდება მხოლოდ ------- დანაკლისი, ხოლო დანარჩენ ნედლეულში სხვაობა არ იქნა გამოვლენილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს ------- წარმოების პროცესი, კალკულაციის შესაბამისად, აღრიცხული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ მის ხელთ არსებული კალკულაციით (330 კგ -------) ნაწარმოები ------- (ბ25 მარკა) შემდგომ დარჩენილი ------- და 2025 წლის მარტის თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ------- დანაკლისისგან დამატებით წარმოებულ და რეალიზებულ იქნა -------. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ ჰქონდა ------- წარმოებისთვის საჭირო სხვა ნედლეულის (-------, დანამატი და სხვა) საკმარისი რაოდენობა გარდა -------.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს რომ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს ------- წარმოების პროცესი, წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის გათვალისწიებით, კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხული აქვს ბუღალტრულად, ------- წარმოების ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის ცვლილება და ამის საფუძველზე მიღებული ნედლეულითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ------- დამატებით ------- წარმოება არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ შედარებულ იქნა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის (-------) ჩამოწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის -------, ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის ზედნადებებში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გათვალისწინებულია ზედნადებების კორექტირების შედეგები და ზემოაღნიშნული სხვაობები ძირითადად გამოწვეულია ჩამოწერების დუბლირებით. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული სხვაობები (ზედმეტად ჩამოწერილი საქონელი) განხილულ იქნა რეალიზებულად, ხოლო შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ ზედნადებებში, რომელშიც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს შპს „-------“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციები არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა (საწარმოს საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება), შემოწმებით გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომსახურების ფასი განისაზღვრა გადამხდელის დოკუმენტებში ასახული ანალოგიური მომსახურებისთვის მიღებული ანაზღაურების შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული ------- წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის (-------) ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

2. ჩამოწერილი მზა პროდუქცუუს რეალიზებულად განხილვა.

3. გაწეული მომსახურების დაბეგვრას იმ საფუძვლით, რომ კომპანიის ავტომობილები მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წარმოება. რიგ შემთხვევებში საწარმოს უფიქსირდება შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია. გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა წარმოებისთვის საჭირო კალკულაცია, რომელიც არ არის დადასტურებული ექსპერტის მიერ. შემოწმების მიერ აღნიშნულ სფეროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა მზა პროდუქციის გამოსავლიანობა და გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებაში ჩართული სმფ-ების ოდენობასა და შემოწმების მიერ დადგენილ ოდენობას შორის. შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობას. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებული ფასით რეალიზებულად.

2. შემოწმების მიერ შედარებულ იქნა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მზა პროდუქციის ჩამოწერა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, კერძოდ, რეალიზაციის დოკუმენტებთან. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, რაც შემოწმების მიერ განხილულ იქნა რეალიზებულად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ზედნადებებში. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა (საწარმოს საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება).

აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის პროგრამაში ასახული წარმოებისთვის საჭირო კალკულაციის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული ნედლეულის ოდენობა განიხილოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;