N 614 - 07/10/2020 - „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №614
2020 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ავტოსადგურებსა და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების გარდა) პროცესში მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურებას ავტოსადგურებში, ასევე საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებზე.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული რეგულარული გადაყვანა (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების გარდა);“.
3. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან. სოფლის ტიპის დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულოა ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
წყარო; საქართველოს საკანონმდებლო მაცნე