დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2307

2307 დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2307
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა N 2307

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2009 წლის 5 მაისს საგადასახადო ორგანოში წარადგინა იმავე წლის მარტის თვის დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია

•საწარმომ აღნიშნული პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება განახორციელა 2009 წლის 13 ივნისს და დღგ-ის თანხად მიუთითა 10 000 ლარი

•ვარიანტი 1: საწარმოს არ მიუღია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ

•ვარიანტი 2: საწარმოს 5 მაისიდან 13 ივნისამდე პერიოდში მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ

შეფასება

•ორივე ვარიანტში, იკვეთება დეკლარაციის დავიანებით წარდგენის ფაქტი

•მე-2 ვარიანტში, სახეზეა სსკ-ის 132-ე მუხლის დარღვევა- დეკლარაციაში გადასახადის შემცირება

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში, პირს დაეკისრება სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ვინაიდან დეკლარაცია წარდგენილია დაგვიანებით

•მე-2 ვარიანტში, საწარმოს დაეკისრება სსკ-ის 132- ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის