ბრძანება N 5843
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5843
18 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 16 და 18 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 16 თებერვლის №26637/2/2026, №26638/2/2026 და 18 თებერვლის №26661/2/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №007-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიცემული 15 დღიანი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესაგროვებლად. განმარტავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა დიდ ფორმალურ და ბიუროკრატიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რამაც დოკუმენტაციის აღნიშნულ ვადაში შეგროვება შეუძლებელი გახადა. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ასევე წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას. აცხადებს, რომ გადაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რამ კომპანია წარმოადგენდა კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს. განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები შემოწმებისთვის ცნობილი იყო გადაანგარიშების პროცესში, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, თავდაპირველ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც 2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში ტრანსპორტი ემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც აქვს სკოლამდე მანძილის დაფარვის, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო გადაადგილების პრობლემა, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაყვანილი არიან ახლომდებარე სკოლებში. მიუთითებს, რომ 2013 წლიდან აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, სადაც ხშირ შემთხვევაში იმარჯვებდა. აცხადებს, რომ მის მიერ გაცხადებული სატენდერო ფასის მეშვეობით სახელმწიფომ დაზოგა 2 400 000 ლარი. თუმცა კომპანიის კეთილსინდისიერმა და პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ ფინანსური სირთულეები შექმნა, ვინაიდან ტენდერებში შეთავაზებული ფასები არ იყო გათვლილი გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, რომელიც მრავლად აღმოჩნდა. კერძოდ, ხშირ შემთხვევებში თავი იჩინა სკოლების რემონტის გახანგრძლივებულმა ვადებმა, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარშუტები იცვლებოდა და შეთანხმებულზე მეტ მანძილზე უწევდა კომპანიას მომსახურების გაწევა, შესაბამისად ეზრდებოდა ხარჯები და მიდიოდა ზარალზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №21 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №21 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 27 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 29 იანვრის №007-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ მიეცემულ 15 კალენდარული დღის ვადაში ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის შედგენის ფარგლებში ვერ განხორციელდა 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ მიეცემულ 15 კალენდარული დღის ვადაში ვერ წარმოადგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნის შედგენის ფარგლებში ვერ განხორციელდა 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)