მოგების რეინვესტირება (რეინვესტირებად ჩაითვლება მოგების მიმართვა კაპიტალურ და ფინანსურ დაბანდებებზე) N 0503
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების რეინვესტირება N 0503
ფაქტობრივი გარემოებები
· სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულმა საწარმომ გადაწყვიტა, რომ 2010 წელს ამ საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი არ გაანაწილოს და მიმართოს რეინვესტირებაზე. შესაბამისად, მოგების ნაწილი არ დაიბეგრა მოგების გადასახადით.
· I ვარიანტი: საწარმომ 2011 წელს აღნიშნული თანხით (წინა წლის გაუნაწილებელი მოგებით) შეიძინა მინერალური სასუქი, რომლის ღირებულება, როგორც ხარჯი, გამოქვითა 2011 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.
· II ვარიანტი: საწარმომ 2012 წელს აღნიშნული თანხით შეიძინა და ექსპლუატაციაში შეიყვანა საქონლის ფერმისათვის განკუთვნილი შენობა. შენობის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ახორციელებს ამორტიზაციის დარიცხვის გზით.
შეფასება
· ინვესტიციად შინაარსობრივად ითვლება ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების (კაპიტალური ინვესტიცია) შეძენა. რეინვესტირება წარმოადგენს ინვესტიციიდან მიღებული მოგების მიმართვას კაპიტალურ და ფინანსურ დაბანდებებზე.
· მოცემულ შემთხვევაში, შეღავათი ვრცელდება იმ მოგებაზე, რომელიც მიღებულია სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან და მიემართება ამავე საქმიანობის ფარგლებში ინვესტიციების განხორციელებაზე.
· I ვარიანტში: მინერალური სასუქის შეძენაზე მიმართული თანხით შემცირებულია 2010 წლის დასაბეგრი მოგება, რადგან იგი არ წარმოადგენს რეინვესტირებას.
· II ვარიანტში: საწარმოს უფლება ჰქონდა შეემცირებინა 2010 წლის დასაბეგრი მოგება, რადგან მომდევნო წლებში განხორციელდა გაუნაწილებელი მოგების რეინვესტირება.
ღონისძიებები
· I ვარიანტში: მინერალური სასუქის შეძენაზე გაწეული ხარჯი უნდა დაზუსტდეს (გაიზარდოს) დასაბეგრი მოგება. ამასთან, 2010 წლის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად.
· II ვარიანტში: საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
მეორე ვარიანტში მნიშვნელობა არ აქვს ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდს.