CT-1 წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატის გამოყენება საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის 5%-იანი სხვაობის პირობებში N 2701

2701 CT-1 წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატის გამოყენება საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის 5%-იანი სხვაობის პირობებში 25.01.2024
№ დოკუმენტი 2701
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

CT-1 წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატის გამოყენება საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის 5%-იანი სხვაობის პირობებში N 2701

ფაქტობრივი გარემოებები

დეკლარანტმა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დაადეკლარირა 100 ერთეული შამპუნი. საქონელი იბეგრება იმპორტის გადასახადით. საქონელზე წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT.1, რომელშიც მითითებულია საქონლის წონა - 50კგ (დოკუმენტებით შეესაბამება 100 ერთეულს). დეკლარაციაზე წარმოდგენილ ინვოისში მითითებულია 100 ერთეული შამპუნი, წონა -50კგ. საბაჟო დეკლარაციას განესაზღვრა "წითელი დერეფანი" (მათ შორის ყვითლიდან წითელში გადაყვანილიც). საქონლის დათვალიერების შედეგად ადგილზე აღმოჩნდა 105 ერთეული შამპუნი, რომლის წონა შეადგენდა 52,5 კგ

შეფასება

· ფაქტობრივად წარმოდგენილი საქონელი (მათ შორის არადეკლარირებული 5 ერთეული) დათვალიერებით იდენტიფიცირდება პრეფერენციულ სერტიფიკატსა და დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან.

საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ აღემატება CT-1 სერტიფიკატში მოცემულ რაოდენობრივ (ან წონის) მონაცემის 5%-ს ,რაც შესაბამისობაშია "საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ" 2000 წლის მინსკის მრავალმხრივი და რუსეთთან გაფორმებული ორმხირივი ხელშეკრულებით (დამატებითი ნოტით) დადგენილ მოთხოვნებთან

· არადეკლარირებული 5 ერთეული საქონელი ვერ აკმაყოფილებს სსკ 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალსიწინებულ მოთხოვნებს

ღონისძიებები

· CT-1 სერტიფიკატის წარმოდგენის საფუძველზე პრეფერენცია გავრცელდება მთლიან საქონელზე (მათ შორის 5% სხვაობის ნაწილზეც).

· არადეკლარირებულ საქონელზე პირი დაჯარიმდება საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა : წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელო ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნას