ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №304
2022 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“.
მუხლი 2
სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები (საგნები), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
[მუხლი 2
1. სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები ( საგნები ), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს , გარდა ჩანგლების , დანების , კოვზების , ჩხირების , თეფშების , საწრუპების , სასმლის მოსარევების , გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურებისა , გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქებისა და მათი თავსახურებისა , პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქებისა , დასაშვებია , ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში .
2. სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში. პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №503 - ვებგვერდი, 14.11.2025წ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო : საქართველოს საკანონდებლო მაცნე