ბრძანება N 1579

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2023
№ დოკუმენტი 1579
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1579

01.02.2023

შპს „------- “-ის (ს/ნ ------- )

(მის.: -------- )

2023 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „------- “-ის (ს/ნ ---------) 2023 წლის 10 იანვრის №------- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №007-367 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი მიუთითებს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ გადახდილი აქვს დარიცხული გადასახადი სრულად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6270 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ “-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32631 ბრძანება და ამავე თარიღის №007-367 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 154 407 ლარი, მათ შორის გადასახადი 65 145 ლარი, ჯარიმა 57 222 ლარი და საურავი 32 040 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: საწარმო გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 16 ნოემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად - 2014 წლის 13 მაისს. საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით დაზიანებული შენობების დემონტაჟი, გამაგრებითი, აღმდგენი და სარემონტო სამუშაოები, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები. ასევე, პერიოდულად იყენებს ქვეკონტრაქტორის მომსახურებას. გადამხდელს 2021 წლამდე ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები ჰქონდა პროგრამა „ბალანსში“ (ემსახურებოდა აუდიტორული კომპანია "------" ), ხოლო 2021 წლიდან ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“. შემოწმებამ დაამუშავა საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია. შედეგად, დადგინდა, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა დაბეგრილი მიღებული შემოსავალი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა 40 731 ლარის სამშენებლო მასალების რეალიზაცია, რომელიც არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების მიერ, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან (ბუღალტერია, საბანკო ამონაწერები) დადგინდა, რომ კომპანიას 2019, 2020 და 2021 წლებში თანამშრომლებზე გაცემული ჰქონდა ხელფასები, როგორც საბანკო გადარიცხვებით, ასევე, სალაროდან. შემოწმების შედეგად დადგინდა კომპანიის სახელფასო განაცემების ოდენობა. შედეგად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და კომპანიის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას შორის სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, 100 ლარის ოდენობით.

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შემოწმებამ ჩაატარა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით დააკვალიფიცირა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, სესხზე გამოანგარიშებული პროცენტის თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთანავე, გაცემული სესხის დაბრუნების მომენტში მოხდა დაბრუნებული თანხების ჩათვლის ნაწილში ასახვა.

 საწარმოს წარმოდგენილი ჰქონდა 2019 წლის ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი არ შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საწარმოს შეძენილი ავტომობილები და კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენდა მის ძირითად საშუალებას, თუმცა არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული შეძენილი ძირითადი საშუალებების გათვალისწინებით, გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ქონების საშუალო წლიური საბალანო ღირებულება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადამხდელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აღებული ჰქონდა ლიცენზიები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ (2016 წლის 14 იანვრის №----- ლიცენზია და 2015 წლის 13 იანვრის № ------ საყდარის და ფახვიჯის, ტრავენტინის გამოვლინება-მოპოვებისთვის). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური გაანგარიშება. შემოწმებამ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე გაიანგარიშა მოსაკრებელი. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ გადახდილი აქვს დარიცხული გადასახადი სრულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ,გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და კომპანიის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას შორის სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადამხდელს განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2021 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შემოწმებამ ჩაატარა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად და სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით დააკვალიფიცირა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ასევე, სესხზე გამოანგარიშებული პროცენტის თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადი არ შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და

ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ყოველთვიური გაანგარიშება. შემოწმებამ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე გაიანგარიშა მოსაკრებელი. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7)