სესხის პროცენტის გაძირება N 2633
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სესხის პროცენტის გაძირება N 2633
ფაქტობრივი გარემოებები
· 2017 წლის მარტის თვეში შპს „X“-მა ფიზიკურ პირზე გასცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, წლიური 15%-იანი საპროცენტო განაკვეთით. საწარმომ ფიზიკურ პირთან შეთანხმებით 2018 წლის მარტის თვეში გადაუხდელი პროცენტი 15 000 ლარის ოდენობით გადაიტანა სესხის ძირითად ნაწილში.
· შპს „X“-მა აღნიშნულ ოპერაციაზე მოგების გადასახადში ანგარიშგება განახორციელა მხოლოდ 100 000 ლარზე.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა ან/და რომელიმე ამ პირის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
· სესხის პროცენტის თანხის გადატანა სესხის ძირითად ნაწილში, სსკ-ის 982 -ე მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განიხილება სესხის გაცემად ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე და წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობოექტს. საწარმოს მიერ 15 000 ლარი ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას მარტის თვის საანგარიშო პერიოდში.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებულ ი ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით