N2589-XIმს-Xმპ - 09/02/2023 - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, საქმიანი ურთიერთობის დამყარება − კლიენტის მოთამაშედ რეგისტრაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.
N2589-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე