უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა N 0244
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა N 0244
ფაქტობრივი გარემოებები
· საგამოძიებო/საგადასახადო ორგანოების მიერ დადგენილია, რომ დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ გამოწერილ იქნა უსაქონლო/ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ანგარიშფაქტურა/ზედნადები
· ანგარიშფაქტურაში/ზედნადებში ასახული თანხა არ არის შეტანილი ერთობლივ შემოსავალში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში
· ვარიანტი I დადგენილია რომ დოკუმენტის გამოწერის სანაცვლოდ მიღებულია კონკრეტული თანხა.
· ვარიანტი II საგამოძიებო/საგადასახა დო ორგანოების მიერ ვერ დგინდება ანგარიშფაქტურაში/ზედნადებში ასახული საკომპენსაციო თანხის ან მისი ნაწილის მიღების ფაქტი
შეფასება
· ორივე ვარიანტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კვალიფიცირდება როგორც უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაცია
· ვარიანტი I დოკუმენტის გამოწერის სანაცვლოდ მიღებული (დადგენილი) თანხა ჩაირთვება როგორც ერთობლივ შემოსავალში, ასევე დღგ-ით დასაბეგრ თანხაში
· ვარიანტი II იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დგინდება ანგარიშფაქტურაში/ზედნადებში ასახული საკომპენსაციო თანხის ან მისი ნაწილის მიღების ფაქტი, მასში დაფიქსირებული საკომპენსაციო თანხა არ ჩაირთვება როგორც ერთობლივ შემოსავალში, ასევე დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში
ღონისძიებები
· ვარიანტი I უნდა დაზუსტდეს მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირი შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით. გადამხდელი (როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი) დაჯარიმდება ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით სსკ-ის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 280-ე მუხლის შესაბამისად
· ვარიანტი II გადამხდელი (როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი) დაჯარიმდება ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით სსკ-ის 282- ე მუხლის მე-3 ნაწილის და 280-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით