კრედიტზე გადახდილი პროცენტების გამოქვითვა (მიღებული თანხის სესხად განხილვა) N 0215

0215 კრედიტზე გადახდილი პროცენტების გამოქვითვა (მიღებული თანხის სესხად განხილვა) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0215
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

კრედიტზე გადასახდელი პროცენტების გამოქვითვა N 0215

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ დამფუძნებელი საწარმოსაგან მიიღო დაბრუნებადი თანხა და ამ თანხას დაბეგვრის მიზნებისათვის განიხილავს 16%-იან სესხად

· საწარმომ სესხად განხილული თანხის წლიური 16% მიაკუთვნა ხარჯებს და არ ასახა შემოსავლებში

· დადგენილია, რომ შესაბამისი პერიოდისათვის საბაზრო განაკვეთია 20%

შეფასება

· სესხი საწარმოს მიერ უნდა განხილულიყო უპროცენტო სესხად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით; სესხის პროცენტის თანხა სარგებლის სახით მიეკუთვნება როგორც შემოსავალს ასევე გამოქვითვებს

· დამფუძნებელ საწარმოს თანხის მიწოდება ჩაეთვლება მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად და სესხის საბაზრო პროცენტით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი

ღონისძიებები

· დაზუსტდება გამოსაქვითი ხარჯები (ხარჯებს დაემატება სესხის 4% (20%-16%)) და გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი (სესხის 20%-ის ოდენობით)

· საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

· დამფუძნებლის (გარდა არარეზიდენტი პირისა) ერთობლივი შემოსავალი გაიზრდება საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გამოანგარიშებული თანხით და დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

ანალოგიური მიდგომა გავრცელდება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირთან მიმართებაშიც.

გადასახდელი პროცენტის თანხა ვალდებულებებში არ არის ასახული.

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით