კურსთა შორის სხვაობის მოგება-ზარალში ასახვა (როდესაც სავალუტო ანგარიშზე გააჩნია თანხები) N 1006
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
კურსთაშორის სხვაობის მოგება-ზარალში ასახვა N 1006
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს სავალუტო ანგარიშებზე ერიცხება თანხები სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში
· საწარმომ, წლის ბოლოს სავალუტო ანგარიშებზე არსებული ვალუტის კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული შედეგი არ ასახა დასაბეგრ მოგებაში
შეფასება
· საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიშობა ფულადი მუხლების განაღდების ან ფულადი მუხლების გადაანგარიშების დროს (გარდა უცხოურ ქვეგანაყოფში დაბანდებული ნეტო ინვესტიციის ნაწილისა) ისეთი სავალუტო კურსით, რომელიც განსხვავდება მოცემულ პერიოდში, ან წინა პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში თავდაპირველი აღიარების დროს გადასაანგარიშებლად გამოყენებული სავალუტო კურსისგან, უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდში როდესაც წარმოიშობა
· წლის ბოლოს დადებითი კურსთა შორის სხვაობა საწარმოს უნდა ეღიარებინა ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
· დადებითი კურსთა შორის სხვაობით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადის კუთხით განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა
· მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად