N 197 - 30/05/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №197
2012 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი , მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 110 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გაფორმების დეპარტამენტში (გარდა „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონისა ან ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული დეკლარაციის შევსებისა) „ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 66-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება საქონლის სპეციალური სატვირთო დეკლარაციით დეკლარირება).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679564564586 {margin-left: 0.25pt; margin: 0 auto !important; }
„68
„ბათუმის “ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმ ში, ი. გოგებაშვილის ქ. №11- შიმდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის “ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან პორტალ „ბათუმის პორტში“, ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და
მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება
ერთ დეკლარაცია ზე – 20 ლარი“ .
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 25 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური