აქციზური მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების არაჯეროვანი შესრულება N 2553
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქციზური მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების არაჯეროვანი შესრულება N 2553
ფაქტობრივი გარემოებები
· ვარიანტი 1 დათვალიერების პროცედურის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პირის მიერ შემოსავლების სამსახურში არ იყო წარდგენილი ინფორმაცია ლუდზე დაკრული აქციზური მარკების თაობაზე.
· ვარიანტი 2 დათვალიერების პროცედურის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ლუდზე დაკრული აქციზური მარკების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენილი იყო არასწორად (ლუდზე დაკრული მარკა აღმოჩნდა სხვა პროდუქციისთვის განკუთვნილი).
შეფასება
· „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 81 2 მუხლის მე 5 პუნქტის „გ“ და „ე"ქვეპუნქტის თანახმად, მატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელებისას, მეწარმე სუბიექტისა და ფიზიკური პირის მოვალეობებია: მატერიალური ფორმის მარკების მიღების შემდეგ, შეფუთვის ფორმების მიხედვით, მათზე დატანილი კოდის ნუმერაციის შესაბამისად, უზრუნველყოს მოძრაობის სტატუსის (მიღებულია, უარყოფილია, დაკარგულია) მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება), აგრეთვე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ პროდუქციის თაობაზე, რომლის ნიშანდებაზე მონაცემთა ბაზაში აისახა (გააქტიურდა) არასწორი ინფორმაცია.
· ორივე შემთხვევაში პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს გამოყენებული მარკების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, შესაბამისი ვადების და მონაცემების სისწორის დაცვით).
ღონისძიებები
ორივე შემთხვევაში პირს სანქციის სახით შეეფარდება გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით. ამასთან, განმორებით შემთხვევაზე გამოიყენება სსკ ის 291 ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.