N 4399-XVIმს-Xმპ - 05/09/2024 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 05.09.2024
№ დოკუმენტი 4399-XVIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) 62 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 62. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დროებითი წესი

2027 წლის 1 იანვრამდე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,5 სექტემბერი 2024 წ.

N4399-XVIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე