აქტივის ღირებულების განსაზღვრა N 2132

2132 აქტივის ღირებულების განსაზღვრა 25.10.2011
№ დოკუმენტი 2132
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივის ღირებულების განსაზღვრა N 2132

ფაქტობრივი გარემოებები

· 2010 წელს საწარმომ შეისყიდა 1000 ლარიანი მოთხოვნის უფლება (დებიტორული დავალიანება) 900 ლარად

· საწარმომ აღნიშნული აქტივი აღიარა 900 ლარის ღირებულებით,ხოლო 100 ლარი შეძენის წელს არ ასახა ერთობლივ შემოსავალში

· აღნიშნული აქტივის მიხედვით 2011 წელს შესაძლო 950 ლარის ამოღება, შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში ასახა მხოლოდ 50 (950-900) ლარი

შეფასება

· საწარმომ სწორად განსაზღვრა აქტივის ღირებულება (900 ლარი) და ერთობლივ შემოსავალში შეტანილი მიღებული ნამეტი (50 ლარი)

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

სახელმძღვანელოში წლები აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა გავრცელდება ნებისმიერ საგადასახადო პერიოდზე

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით