N 595 - 12/06/2006 - ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №595
2006 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III , 08.04.2005, №41 მუხ. 443) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №3
საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1684323659854 {margin-left: 42.7pt; border: none; margin: 0 auto !important; }№
მოსამსახურეთათანამდებობრივი დასახელება
სადღეღამისონორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით
1
პარლამენტისთავმჯდომარე
100
2
პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილე
80
3
პარლამენტისუმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები
80
4
პარლამენტისკომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, საგამოძიებო და სხვადროებითი კომისიების თავმჯდომარეები
50
5
საპარლამენტოდელეგაციის თავმჯდომარე
50
6
პარლამენტისკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე,საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები, საგამოძიებოდა სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები, პარლამენტის წევრი
45
შენიშვნები:
1. საპარლამენტო დელეგაციებს მიეკუთვნება ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.
2. აღნიშნული დანართით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით განსაზღვრული მხოლოდ ერთი დანამატი.
3. თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტია, მათი სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს აღნიშნული დანართის პირველი, მე-2 და მე-3 გრაფების შესაბამისად, ხოლო თუ მათი მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.
4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის წევრებს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით.
წყარო : საქართველოს საკანონმდებლო მაცნე