დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1107

1107 დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1107
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1107

ფაქტობრივი გარემოებები

•პირს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება•პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადებით საგადასახადო ორგანოს მიმართა ვალდებულები წარმოშობიდან 2 თვის შემდეგ

•I ვარიანტი: პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში არ ჩააბარა დღგ-ის დეკლარაციები და არ გადაიხადა დღგ

•II ვარიანტი: პირმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში არ ჩააბარა დღგ-ს დეკლარაციები თუმცა გადაიხადა დღგ

შეფასება

•პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადება უნდა წარედგინა ვალდებულების წარმოშობის მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა (სსკ 221-ე მუხლი)

•პირს დღგ-ის დეკლარაცია უნდა წარედგინა ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა (სსკ 249-ე მუხლი)

•პირს უნდა გადაეხადა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან განხორციელებულ ოპერაციებზე (იმ ოპერაციის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც წარმოიშვა რეგისტრაციის ვალდებულება) უნდა განისაზღვროს კუთვნილი დღგ შესაბამისი საანგარისო პერიოდების მიხედვით

•I ვარიანტში: პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდება (სსკ 140-ე მუხლის პირველი ნაწილი)

•II ვარიანტი: პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის არ დაჯარიმდება სსკ-ის 140-ე მუხლით

•ორივე ვარიანტში: პირი დღგ-ის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაჯარიმდება (სსკ 131-ე მუხლი)

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით