ინვენტარიზაცია N 1705
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ინვენტარიზაცია N 1705
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოში (2010 წლის 1 აგვისტომდე) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგენილ იქნა:
ა) დანაკლისი
ბ) ბუღალტრული ნაშთი
გ) საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი
დ) ინვენტარიზაციის მომენტამდე შეძენები
•მოგების დეკლარაციით დადგენილია საწყისი მარაგები, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებით- ინვენტარიზაციის მომენტამდე ბრუნვები
•გაანალიზდა და ერთმანეთთან შედარდა მარაგების მოძრაობა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (საწყის მარაგებს+შეძენილი მარაგები-ბუღ. ნაშთი ინვენტარიზაციის მომენტისათვის - დანაკლისი) X ფასნამატის %
•შედარებისას გამოვლენილია სხვაობა, რომელიც აღემატება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას ინვენტარიზაციის მომენტისათვის
შეფასება
•შედარებისას გამოვლენილი სხვაობა უნდა დაემატოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, საგადასახადო პერიოდების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად
•მოგების გადასახადის მიზნებისათვის, ერთობლივ შემოსავალს დაემატება ინვენტარიზაციის მომენტისათვის ანალიზის შედეგად გამოვლენილი მეტობა
ღონისძიებები
•გამოვლენილი სხვაობა პროპორციულად დაემატება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს და დაზუსტდება დღგ-ის თანხა
•ერთობლივ შემოსავალს დაემატება დადგენილი სხვაობა და დაზუსტდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა
•საწარმოს, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად