აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება (მხოლოდ მოგების გადასახადის მიზნებისათვის დაკორექტირდება) N 0705
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქტივების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდება N 0705
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაში გათვალისწინებული არ აქვს ტრანსპორტირებაზე გაწეული დანახარჯები
· ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინების შემთხვევაში, საწარმოს დაუდგინდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების გაზრდა და საქონლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასში
შეფასება
· თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული საქონელი 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 210-ე მუხლის მიხედვით, უნდა შეფასდეს საბაზრო ფასით მიწოდებად, ხოლო საბაზრო ფასი უნდა განისაზღვროს სსკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად
· უნდა დაკორექტირდეს ერთობლივი შემოსავალი და გადაანგარიშდეს არარეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება
ღონისძიებები
· უნდა დაკორექტირდეს საწარმოს ერთობლივი შემოსავალი – გადაანგარიშდეს რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულებითა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაკორექტირებული ღირებულების თანხით
· შესაბამის შემთხვევაში, საწარმოს დაეკისრება მოგების გადასახადი
· საწარმო, დეკლარაციაში თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება, სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად