N 86 - 27/02/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №494 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 27.02.2026
№ დოკუმენტი 86
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №86

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №494 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №494 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 040030000.10.003.024889) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 25 იანვარს და ძალაშია 2026 წლის 1 სექტემბრამდე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე